საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 2017 წელს 13 %-ით გაიზარდა. „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 142 026 ფრენა.
„თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი. ახალი ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას”, აცხადებენ „საქაერონავიგაციაში“.