კანადის ქალაქ კალგარის აეროპორტში სამსახურში ორი არაჩვეულებრივი „თანამშრომელი“ აიყვანეს. საუბარია აეროპორტში 2 კატის დასაქმებაზე.
მათ „მოვალეობას“ წარმოადგენს დაამშვიდონ მგზავრები, რომელთაც ფრენის ეშინიათ ან კიდევ ავიარეისის გადადების გამო აეროპორტში ჩარჩნენ.
ცხოველები მუდმივად აეროპორტში არ ცხოვრობენ ის ყოველ დღე „სამსახურში“ ორგანიზაცია Pet Access League Society-ის წარმომადგენლებს მოჰყავთ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ მგზავრთა ნერვების დასაწყნარებლად მათ სპეციალურად აარჩიეს სპეციფიკური კატები, რომელთაც დიდი უნარი აქვთ ადამიანის ნერვები დაამშვიდონ.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტში „მომუშავე“ კატებს უნიფორმაც კი აცვიათ, წარწერით Pet me. კატები აეროპორტის დარბაზებში თავისუფლად გადაადგილდებიან და მათთან კომუნიკაციის საშუალება ყველას აქვს.