თურქეთი სტრატეგიული თვალსაზრისით ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანაა, აღნიშნულის შესახებ განცხადება Airbus-ის მმართველი საბჭოს წევრმა ტერი ბარილმა გააკეთა.
მისი განმარტებით Airbus-ი ყოველთვის ახორციელებდა თურქეთში ინვესტიციებს და მომავალშიც გააგრძელებს. როგორც Airbus-ის მენეჯმენტის წევრი ამბობს, Airbus-ს თურქეთში ბევრი საიმედო პარტნიორი ჰყავს.
„Turkish Airlines-ი და Türk Havacılık ve Uzay Sanayii AŞ (TAI) წარმოადგენენ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს გლობალური მიწოდების ჯაჭვში. ჩვენ მზად ვართ ამ ჯაჭვში ინვესტიციების ჩადება კვლავ განვაგრძოთ“, აღნიშნა ბარილმა.
მისი თქმით, Airbus-ი თურქეთთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს.