საუდის არაბეთი გეგმავს ნავთობის ექსპორტის ოდენობის შენარჩუნებას დაახლოებით 7 მლნ ბარელის ოდენობით/დღე-ღამეში 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში "ოპეკი +"-ის შეთანხმების მოქმედების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters თავის წყაროზე დაყრდნობით.
საუდის არაბეთში ნავთობის ექსპორტი შენარჩუნდება ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმიური რემონტის მიუხედავად.
სააგენტოს წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, იანვარში საუდის არაბეთიდან ნავთობის საექსპორტო მიწოდება შეადგენს 6,9 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. თებერვალში კი ივარაუდება ექსპორტის შენარჩუნება 7 მლნ ბარელს ქვევით დღე-ღამეში.
გარდა ამისა, საუდის არაბეთი აპირებს ნავთობის მოპოვების შენარჩუნებას დაახლოებით 9,8 მლნ ბარელის დონეზე დღე-ღამეში იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით. დეკემბერში ქვეყანაში ნედლეულის წარმოებამ შეადგინა 9,98 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.