პოსტსაბჭოურ ქვეყნებიდან საქართველო პირველია, სადაც მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები გაყიდვაში ჩაეშვა.
ინიციატივა ა(ა)იპ „მომავლის სოფელს“ ეკუთვნის, ბრაილის შრიფტიანი ღვინო კი კომპანია „ნავაზელმა“ ჩამოასხა.
პირველი ღვინო საფერავია, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ღვინის მაღაზიებში გაიყიდება.