Apple-მა მსოფლიოს 6 ქვეყნისათვის App Store-დან პროგრამების გადმოწერის საფასური გააძვირა. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ მას შემდეგ მიიღო რაც ამა თუ იმ ქვეყანამ საგადასახადო პოლიტიკა შეცვალა და დღგ გაზარდა. ამ ფონზე კი Apple იძულებული გახდა საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა და App Store-დან აპლიკაციების გადმოწერის ტარიფი გაეზარდა.
უკვე ცნობილია, რომ ფასების ზრდა მოხდა თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სომხეთში, საუდის არაბეთში, შვეიცარიაში და ბელორუსში.
ახალი სქემის მიხედვით საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს App Store-დან ფასიანი აპლიკაციების გადმოწერს ტარიფი 5-5%-ით გაეზარდათ, თურქეთს - 18%-ით, სომხეთსა და ბელორუსს 20-20%-ით. რაც შეეხება შვეიცარიას Apple -მა App Store-დან ფასიანი აპლიკაციების გადმოწერის ტარიფი მხოლოდ 0,3%-ით გაუძვირა.