რობოტი სოფია უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებული კითხვის შემდეგ გამოირთო, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალიონა შკრუმი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ინციდენტი დავოსში, უკრაინულ სახლში მოხდა.
„მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ რობოტს სოფიას კითხვის შემდეგ „რა ვუყოთ კორუფციას უკრაინაში?“, პროცესორი გაეჭედა და პროგრამამ მუშაობა შეწყვიტა", დაწერა დეპუტატმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პირველი რობოტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, „სბერბანკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს საუზმეზე უკვე შეხვდა და მასთან დიალოგი გამართა.
საუბრისას სოფიამ დაიჩივლა, რომ ფილმ „ტერმინატორში“ ხელოვნური ინტელექტი არასახარბიელოდ არის წარმოდგენილი. როგორც რუსული მედია წერს, სოფია გერმან გრეფს მასთან თხილამურებით სრიალს დათანხმდა.
ჰუმანოიდი რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.
ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.