პირველმა რობოტმა, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, დავოსში „სბერბანკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან ისაუზმა.
სოფიამ დაიჩივლა, რომ ფილმ „ტერმინატორში“ ხელოვნური ინტელექტი არასახარბიელოდ არის წარმოდგენილი. როგორც რუსული მედია წერს, სოფია გერმან გრეფს მასთან თხილამურებით სრიალს დათანხმდა.
ჰუმანოიდი რობოტი სოფია კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.
ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.