მაღაზიათა ქსელ „ტექნო ბუმში“ 2017 წელს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი HYUNDAI-ს ბრენდის იყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2017 წელს მომხმარებელთა ყველაზე დიდი მოთხოვნა, სმარტფონების სეგმენტში, შემდეგ ბრენდებზე დაფიქსირდა: HYUNDAI, Samsung-ი და Apple.
“კომპანია „ტექნო ბუმში“ 2017 წლის მონაცემებით ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი პროცენტულად იყო HYUNDAI, Samsung-ი და Apple იყო. Apple-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კომპანია მუშაობს მხოლოდ ფლაგმან მოდელებზე. ხოლო სხვა ბრენდებს აქვთ დიდი ასორტიმენტი, როგორც მოდელებში, ასევე ფასებში», აცხადებენ „ტექნო ბუმში“.