კონკრეტულ შემთხვევასთან [გიორგი გიორგანაშვილთან] დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში.
„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს. აქ არ არის საუბარი ერთ ადამიანზე, რომელიც გახდა ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. აქ საუბარია ათობით და ასობით მოქალაქეზე. ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში. ამიტომ ამას სჭირდება სისტემური რეფორმა და ფრაგმენტული ჩარევები პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.