მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი, ბექა წიქარიშვილი საპატიმროში 14 დღეს გაატარებს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი, ბექა წიქარიშვილი გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.