23 იანვარს, 14:00 საათზე, ტექნოპარკში (თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. # 7) ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც შეეხება 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მემორანდუმი ფორმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „სიბისი“-სა („კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯია“) და დანიურ ორგანიზაცია „CB Foundation“-ს შორის.
მემორანდუმზე ხელმოწერას დაესწრებიან სტუდენტები და სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს.
მისამართი: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. # 7 (საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოს შენობა)