დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 3 541.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელთან შედარებით 30.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1 180.7 მლნ. აშშ დოლარი (60.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 360.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 43.3 პროცენტი და იმპორტში 29.6 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 28.9, 34.9 და 27.2 პროცენტი). 2017 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.5 პროცენტი (2016 წელს 24.0 პროცენტი).