2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5 251.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 063.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.