თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკლველობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. შესავალი სიტყვების შემდეგ,სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყიფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში.
მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დკემებერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს- ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.