„სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, მეც აქ ვიმყოფები“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა გახდა დამატებითი არგუმენტაცია იმისთვის, რომ განმეორებითი ჩხრეკა ჩაატარონ.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში, ამ წუთებში რუსთავსა და თბილისში, განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს.