თბილისში თემქაზე მშენებარე კორპუსის მეორე სართულიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა.
შემთხვევის ადგილიდან დაავადმყოფოში ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულს საქამრე გაუტყდა და შენობიდან ჩავარდა. ერთ-ერთი ვარაუდით, მას ჩაფხუტი არ ეხურა.
დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.