აპრილში ბოდრუმში მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გაიხსნება. ინვესტორმა სერხატ კოჩკარმა სასტუმროს მშენებლობაში 170 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ინვესტორ კომპანიაში აცხადებენ, Lujo Hotel-ი კონცეპტუალურად ხელოვნებისა და გართობის დახვეწილი ნაზავია.
A la Carte All Inclusive სერვისის Lujo Hotel-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ტურისტი ბოდრუმში ძირითადად სანახაობათა ნუსხაში სწორედ ამ სასტუმროსაც ჩართავს. სასტუმროს უნიკალური დიზაინი გააჩნია და ძირითად აქცენტს გოლფის განვითარებაზე გააკეთებს.