17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1154 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1058 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6670 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5134 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 იანვრიდან შევა ძალაში.