სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო შეიქმნება. შპს „ევრო დიზაინი" სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს ამოქმედებაში 2 010 744 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რისთვისაც მას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა.