17 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.370 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.