ბელგიის ქალაქ ანტვერპენში პოლიციამ გაზის აფეთქებისას გარდაცვლილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი იყო დაშავებული. აფეთქება ქალაქის ცენტრალურ რაიონში გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც მთლიანად ჩამოინგრა ერთი სახლი, კიდევ ორი შენობა კი სერიოზულად დაზიანდა.