შერონ სტოუნმა 2001 წელს ინსულტი გადაიტანა. ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სტოუნის თქმით, მისი გადარჩენის შანსი ინსულტის შემდეგ მინიმალური იყო, თუმცა საბედნიეროდ, ექიმებმა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს. მსახიობის თქმით, ეკრანებიდან მისი ხანგრძლივი გაუჩინარება სწორედ ავადმყოფობას უკავშირდება.