ინდონეზიის დედაქალაქში ზღვის მუზეუმი დაიწვა. ისტორიული ნაგებობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზებას 21 სახანძრო მანქანა და ათობით მეხანძრე ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შენობაში მყოფთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა, რისშედეგადაც მსხვერპლის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.