ოფიციალური გროზნო ლიტვის მიერ მაგნიტსკის სიის გამოქვეყნებას ეხმაურება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩეჩნეთის პრეზიდენტია. რამზან კადიროვის პრეს-მდივნის, ალვი კარიმოვის განცხადებით, ვილნიუსის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ცარიელი ფურცელია და რამზან კადიროვს არც ლიტვის პოზიცია და არც მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ აინტერესებს. ლიტვაში "მაგნიტსკის კანონი" ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში 49 რუსი სახელმწიფო მოხელე და ბიზნესმენი მოხვდა. მათ შორის, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინიც არიან.