ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. წინასწარი ვერსიით, აეროპორტს თავს დაჯგუფება „ალ-ბაქარას“მებრძოლები დაესხნენ, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.