ლესოტოში 910 კატარიანი ალმასი აღმოაჩინეს. ამის შესახებ კომპანია Gem Diamonds იტყობინება. უფერული ძვირფასი ქვა ე.წ. მეორე კატეგორიას განეკუთვნება და აზოტსა და ბარონულ მინარევებს არ შეიცავს. მოცულობით ალმასი მსოფლიოში დღემდე მოპოვებულ ალმასებს შორის მეხუთეა. ლეტსენგის საბადო გიგანტური ალმასებით არის ცნობილი. 2006 წლიდან დღემდე საბადოზე მსოფლიოში ცნობილი 20 უმსხვილესი ალმასიდან 4 აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი (603 კარატიანი) მათ შორის Lesotho Promise იყო.