თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ს მიერ შექმნილი სასაზღვრო რაზმების განადგურებით დაიმუქრა.
„აშშ ჩვენს საზღვრებთან ტერორისტულ არმიას ქმნის, რომელიც თურქეთს უქმნის საფრთხეს. ჩვენი მიზანია, მანამდე გავგუდოთ ეს არმია, სანამ დაიბადება. თუ ამერიკელებს საზღვართან ამ ველური არსებების განთავსებით სურთ ჩვენთან ურთიერთობის დალაგება, ეს მათი საქმეა. ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ,“-აღნიშნა ერდოღანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კოალიციას აშშ-ს მეთაურობით ჩრდილოეთ სირიაში სასაზღვრო რაზმების განთავსება სურს, დღეს დილით გავრცელდა. დაჯგუფებაში ქურთი მებრძოლებიც შევლენ.