ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები რიგით მეორე შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მოლაპარაკება ორი ქვეყნის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის სასაზღვრო რაიონში გაიმართა. განხილვის თემა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფხენიანიდან მოცეკვავეებისა და მომღერალლების გაგზავნა იყო. სპორტსმენებისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მხარეები მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 5 თებერვალს დაიწყება.