ირანში ანტისამტავრობო გამოსვლებისას 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ირნა იტყობინება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 გარდაცვლილის შესახებ. ირნას ინფორმაციით, ამ დროისათვის პატიმრობაში აქციებზე დაკავებული 400-მდე აქტივისტი რჩება. ანტისამტავრობო გამოსვლები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო და ერთ კვირას გაგრძელდა.