ქალაქ გარდაბანში 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.