ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას 15 ივნისიდან შეუდგება. როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი პიოტრ ტრუბაევი განმარტავს, პერმიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა მგზავრს 10 ათასი რუსული რუბლი დაუჯდება, რაც დაახლოებით 169 დოლარია.
UVT Aero-ს ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთის ქალაქ პერმიდან ფრენები საქართველოს შავიზღვისპირეთის მიმართულებით 15 ივნისიდან დაიწყება და 21 სექტემბრამდე გასტანს. პერმი-ბათუმს შორის მგზავრობის დრო კი 3,2 საათს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ UVT Aero „როსავიაციისაგან“ პერმი-ბათუმი-პერმის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
UVT Aero აღნიშნული მარშრუტზე კვირაში ორ რეისს Bombardier CRJ-200-ით განახორციელებს, რომელსაც 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.