ხაშურში გამთენიისას სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. მათ დაზიანებები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.
დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.