დონალდ ტრამპის მედიას ისევ აკრიტიკებს. თეთრი სახლის ლიდერის უკმაყოფილება ამჯერად გავლენიანმა გამოცემამ „ ვოლ სტრით ჯორნალმა" გამოწივია. პრეზიდენტმა გამოცემა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. განცხადება ტრამპმა ტრადიციულად სოციალურ ქსელ ტვიტერით გაავრცელა. მისი თქმით, „ვოლ სთრით ჯორნალმა“ ჩრდილოეთ კორეისლიდერის, კიმ ჩენ ინის მისამართით ნათქვამი მისი ფრაზადა ამახინჯა. პასუხად „ვოლ სთრით ჯორნალმა“ იმის დასადასტურებლად, რომ ტრამპის ციტატა არ დაუმახინჯებია, ინტერვიუს სრული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.