საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, აცხადებს, რომ სირიაში 30 ათას კაციანი სასაზღვრო დანაყოფის ფორმირებაზე მუშაობს. კოალიციამ განცხადება 14 იანვარს გაავრცელა და აღნიშნა, რომ დანაყოფი დისლოცირებული იქნება იმ ტერიტორიის საზღვრებთან, რომელსაც სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად არაბი და ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ. ამჟამად მოსამზადებელ კურსებს 230-მდე მებრძოლი გადის. კოალიციის განცხადებას უკვე მოჰყვა თურქეთის მწვავე რეაქცია. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სირიის საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფება შეიქმნება, ეს ქურთული ტერორისტული ორგანიზაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ტოლფასი იქნება.