რუსეთი მზადაა უკრაინას ყირიმში დატოვებული სამხედრო გემები და ავიატექნიკა დაუბრუნოს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მართალია, ეს ტექნიკა საცოდავ მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც მთელი ამ წლების განმავლობაში არავინ უვლიდა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის. საუბარია ათობით გემსა და თვითმფრინავზე, რომელიც უკრაინას შეუძლია უკან დაიბრონოს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ამ ტექნიკის ოდესაში ტრანსპორტირებაში. იქ არის საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი მარაგიც, თუმცა ისინი არა ტრანსპორტირებას, არამედ უტილიზაციას ექვემდებარება და მზად ვართ მოვიწვიოთ უკრაინელი სამხედროები ამ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად,“-აღნიშნა პუტინმა.