კრემლის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებზე ნავალნის არდაშვების თემას გამოეხმაურა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან ოპოზიციონერს ამერიკული პროექტი უწოდა.
„ეს პერსონაჟი არ არის ერთადერთი პრეზიდენტობის მსურველი, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამერიული ადმინისტრაციის რეაქციამ და მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ ვისი მოსვლა სურთ რუსეთის ხელისუფლებაში. ამით დაგვანახეს, თუ ვიზე აკეთებენ გათვლებს. ალბათ, სჯობდა გაჩუმებულიყვნენ, რადგანაც საკუთარი გეგმები ამ განცხადებებით წარმოაჩინეს,“-აღნიშნა პუტინმა.