კრემლის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის თემას გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება მან რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ვფიქრობ, კიმ ჩენ ინმა ეს პარტია მოიგო. მან თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. მას აქვს ბირთვული იარაღი და რაკეტა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე შეუძლია მიღწევა. ახლა ის დაინტერესებულის იმით, რომ სიტუაცია დალადგეს და ყველაფერი ჩაწყნარდეს. ის არის აბსოლუტურად განათლებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი,“-აღნიშნა პუტინმა.