"თითოეული პოლიციელი მოწოდებულია ადამიანის უფლებების, მართლწესრიგის და კანონის უზენაესობის დასაცავად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ვინც ამ პრინციპებს გადაუხვევს, არ შეიძლება დარჩეს პასუხის გარეშე.
"სამართალდამცავი სტრუქტურის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები. შინაგან საქმეთა მინისტრის ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს რეფორმები, ადამიანების ნდობა სახელმწიფოს მიმართ, თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება თითოეულ შემთხვევაში - მისასალმებელია", - განაცხადა კილაძემ.