სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი გიორგი ჩემია უვადო მოსამართლეობაზე კენჭს ხელახლა იყრის. მიუხედავად იმისა, რომ სამოსამართლეო საქმიანობის ვადა საბჭომ არ გაუგრძელა, მას რაიონულ სასამართლოებში, ბოლნისში , ახალქალაქში, სიღნაღში, თელავში ან გორში სურს მოსამართლის თანამდებობის დაკავება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. საბჭომ უკვე აირჩია შვიდ პალატაში გასამწესებელი მოსამართლეები. მათ შორის არის ლევან თევზაძეც, რომელიც საბჭოს მოქმედი წევრია.
ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამწესდა მოსამართლედ.
დილით ცნობილი გახდა, რომ 79 კანდიდატიდან 19-მა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.
კენჭისყრის ჩატარების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სასამართლოების სხვადასხვა ისტანციაში ახალი მოსამართლეები გამწესდებიან.