საპროტესტო აქცია ტუნისში არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ძალოვნებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დემონსტრანტები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.