პარიზში პოპულარული სასტუმრო „რიცი“ გაქურდეს. სასტუმროდან 5-მა შეირაღებულმა მძარცველმა ძვირფასეულობა გაიტანა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქუჩაზე სროლის ხმაც ისმოდა. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მოპარული ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 4 მილიონ 700 ათასი ევროა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.