WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო. ასანჟი, 2012 წლიდან დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში იმყოფება.
აშშ-ში მის წინააღმდეგ საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გასული წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ ასანჟს დააკავებენ თუ ის ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას არ დატოვებს. ჯულიან ასანჟმა თავის დროს რუსეთსა და საფრანგეთს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით.