უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა დაასრულა. უწყებაში საქართველოს ექსპრეზიდენტმა 4 საათი დაჰყო. დაკითხვიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ყველა კითხვა ეხებოდა პოლიტიკურ აქციებს. მე მათ ვუხსნიდი, რა არის აქცია, როგორ მზადდება ის, როგორ მოხვდნენ ადამიანები აქციებზე. ამით მათ სურთ აქციებს ჩამოგვაშორონ, მე კი ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ხვალიდან მთელ ქვეყანაში ვივლი და ახალი ხელისუფლებისთვის ხალხს შევკრებ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ხალხი, რომელიც უკრაინას სხვა მეთოდებით მართავს,“-აღნიშნა სააკაშვილმა.