ტუნისის საკურორტო ქალაქ ჯერბაში დემონსტრანტებმა ებრაული რელიგიური სკოლა დაწვეს. ამის შესახებ ებრაული სათვისტომოს წარმომადგენელი პერეს ტრაბელსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანიფესტანტებმა შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, რის შედეგაც სკოლას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დემონსტრანტები ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ.