„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაკითხვაზე თითქმის ყოველდღიურად მიბარებს, მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში მომხდარი სამი უმძიმესი დანაშაული დღემდე გამოუძიებელია,“ -ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„მათ 3 უმძიმესი დანაშაული არ გამოუძიებიათ: გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლა და მაიდნის მოვლენები. ნაცვლა ამისა, დამნაშავეებს მფარველობენ, მე კი დაკითხვაზე მიბარებენ და ბელეტრისტიკის მოსმენაში ძვირფას დროს მაკარგინებენ. მე კანონმორჩილი ვარ, დავდივარ დაკითხვებზე, ვესწრები პროცესებს, ვაწერ ხელს რაღაც ქაღალდებს, მაგრამ ეს დროის ფუჭი კარგვაა, რადგანაც ამ დროს ხალხს უნდა ვხდვებოდე,“-აღნიშნა სააკაშვილმა.