უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისულმა მიხეილ სააკაშვილმა უწყების წინ ტრადიციული ბრიფინგი გამართა. ახალი მოძრაობის ლიდერმა ხელისუფლება ტოტალიტარიზმში დაადანაშაულა და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო.
„გუშინ ორი საათვი მკითხავდნენ მაიდნის მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინის მეგობარ ბერლუსკონის არხზე გასული გადაცემის გამო, სადაც ამბობენ, რომ მაიდანზე ხალხის დახვრეტა ქართველ სნაიპერებს მე დავავალე. მალე, ალბათ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრას და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებსაც მე მომაწერენ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.