კატრინ დენევი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას არ უერთდება და კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც სექსუალური სკანდალების ფიგურანტები გახდნენ, მხარდაჭერას უცხადებს.
„გაუპატიურება დანაშაულია, ქალის მოხიბვლისა და ცდუნების მცდელობა კი არა. მამაკაცებს სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო ითხოვენ, რომ ოდესღაც ქალებს მუხლებზე შეეხნენ ან მათ კოცნას შეეცადნენ. დღეს ადამიანებს აიძულებენ, საკუთარი სიტყვები აკონტროლონ, ვინც ამ კამპანიას არ ეთანხმება, მწვავედ აკრიტიკებენ, ქალებს კი, ვინც არ ცნობს ახალ წესებს, მოღალატეებად აცხადებენ,“-ნაღქვამია განცხადებაში, რომელსაც დენევის გარდა ხელს ასობით ცნობილი ფრანგი ქალი აწერს.
სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, „მი თუ“ განცხადებაში პურიტანიზმად არის შეფასებული, რაც მიზნად მამაკაცებისადმი სიძულვილის გაღვივებას ისახავს.