მოლდოვაში რუსული პროგრამების ტრანსლაცია შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ მიიღო. ახალი რეგულაცია ადგილობრივ არხებზე რუსული საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამების ჩვენებას კრძალავს. მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტი ორჯერ დაბლოკა, მესამედ კი ამის გაკეთების უფლებას მას კონსტიტუცია არ აძლევს.