იაპონელი ასტრონავტი ნორისიგე კანაი ფეიკ-ნიუსისთვის ბოდიშს იხდის. 8 იანვარს ასვტრონავტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას სიმაღლეში 9 სანტიმეტრით მოიმატა, რის გამოც კოსმოსურ აპარატში აღარ ჩაეტეოდა და დედამიწაზე დაბრუნების პრობლემა ექმნებოდა. „თავიდან მეგონა 9 სანტიმეტრი მქონდა მომატებული, მაგრამ შემდეგ გადავამოწმე და მხოლოდ 2 სანტიმეტრით ვარ გაზრდილი. ვწუხვარ, რომ შეცდომაში შეგიყვანეთ,“-წერს ასტრონავტი. კოსმოსში გრავიტაციის არარსებობის გამო ასტრონავტები როგორც წესი, სიმაღლეში იმატებენ, თუმცა ზრდის დასაშვები მაჩვენებელი 1 ან 2 სანტიმეტრია.